თბილისი, 15 ივნისი — Sputnik. მაშველების ჯგუფი დაეხმარა უცხოელ ტურისტებს, რომლებიც სოფელ ხალდესთან მთიდან ჩამოსვლა ვერ შეძლეს, ნათქვამია საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის განცხადებაში.
ტურისტთა ოთხკაციანი ჯგუფი - ერთი საფრანგეთიდან და სამი გერმანიიდან - ვერ ჩამოვიდა მთიდან, რადგან ერთ-ერთს ფეხი დაუზიანდა.
ფრანგ ტურისტს ადგილზე პირველადი სამედიცინო დახმარება გაუწიეს, შემდეგ ის საავადმყოფოში გადაიყვანეს, სადაც მას სათანადო მკურნალობა ჩაუტარდა. დანარჩენი სამი გერმანელი ტურისტი უსაფრთხო ადგილზე გადაიყვანეს, ისინი თავს კარგად გრძნობენ.