„საქართველო არ დათმობს დავით-გარეჯს“ – „პატრიოტთა ალიანსმა“ თბილისში აქცია გამართა

აქციაზე თბილისში სხვადასხვა რეგიონიდან ჩამოსული ადამიანები შეიკრიბნენ
Sputnik

თბილისი, 15 ივნისი — Sputnik. თბილისის ცენტრში, თავისუფლების მოედანზე გაიმართა აქცია, რომელზეც დავით-გარეჯის სამონასტრო კომპლექსის ირგვლივ განვითარებული მოვლენები გააპროტესტეს, იუწყება პირველი არხი.

ვნებათაღელვა დავით-გარეჯის ირგვლივ: აზერბაიჯანის ელჩი საპატრიარქოში მივიდა >>

არქეოლოგებმა დავითგარეჯაში შუა საუკუნეების ჭურჭელს მიაკვლიეს

დავით-გარეჯის სამონასტრო კომპლექსი ქართულ-აზერბაიჯანული საზღვრის ერთ-ერთ შეუთანხმებელ მონაკვეთზე მდებარეობს. ამ სიწმინდის ირგვლივ ძალიან დაძაბული ვითარებაა, მიუხედავად იმისა, რომ რვა წლიანი პაუზის შემდეგ, 23-24 მაისს საზღვრის დელიმიტაციისა და დემარკაციის ერთობლივმა კომისიამ მუშაობა განაახლა.

თბილისის ცენტრში გამართული აქცია ოპოზიციური პარტია „საქართველოს პატრიოტების ალიანსის“ მიერ იყო ორგანიზებული. პარტიის წარმომადგენლების თქმით, აქციის მთავარი მიზანია - აჩვენოს საქართველოს და აზერბაიჯანის მთავრობებს, რომ ქვეყნის მოსახლეობა არ აპირებს დავით-გარეჯის დათმობას. გარდა ამისა, „პატრიოტთა ალიანსის“ ერთ-ერთი მოთხოვნაა, გამოძიებულ იქნას წინა მთავრობის დროს დელიმიტაციისა და დემარკაციის კომისიის მუშაობა.

აქციაზე თბილისში სხვადასხვა რეგიონიდან ჩამოსული ადამიანები შეიკრიბნენ.

სიტუაცია დავით-გარეჯის ირგვლივ

აპრილის ბოლოს აზერბაიჯანელმა მესაზღვრეებმა აღდგომის წინ რამდენიმე დღით გადაკეტეს უდაბნოს ქართული მონასტრისკენ მიმავალი გზა. მონასტერი დავით–გარეჯის სამონასტრო კომპლექსის ნაწილია, რომელიც სადავო სასაზღვრო მონაკვეთზე მდებარეობს. საგარეო საქმეთა სამინისტროს დონეზე მოლაპარაკებების შემდეგ გზა გახსნეს, მაგრამ სიტუაცია მაინც დაძაბული დარჩა.

კობახიძე: დავით-გარეჯის ირგვლივ შექმნილი სიტუაცია იმპროვიზაციის შედეგია

კომისიამ მუშაობა 23-24 მაისს განაახლა. მხარეები შეთანხმდნენ ექსპერტების დონეზე ჩაატარონ საზღვრის შეუთანხმებელი მონაკვეთების ერთობლივი დათვალიერება და შემდეგ მოლაპარაკებები განაახლონ. ამასობაში კი აზერბაიჯანმა დავით-გარეჯისკენ გზის გაყვანა დაიწყო. მოლაპარაკებებიდან მეორე დღეს სპეცტექნიკა გააჩერეს, მაგრამ იმ დროისთვის გზა პრაქტიკულად გაყვანილი იყო.

ორი დღის შემდეგ სამღვდელოების წარმომადგენლებმა, მრევლმა და სამოქალაქო აქტივისტებმა სამონასტრო კომპლექსის ტერიტორიაზე აქცია-მსვლელობა მოაწყვეს. აქციის მონაწილეები დაგეგმილზე ადრე დაიშალნენ - კათოლიკოს-პატრიარქმა ილია მეორემ მოუწოდა მოსახლეობას, პროვოკაციას არ აყვნენ.

თავის მხრივ, საქართველოს ხელისუფლებამ მოუწოდა მოსახლეობას თავი შეიკავონ ემოციური შეფასებებისგან და ორი ქვეყნის ხელისუფლებებს მოლაპარაკებების მშვიდ გარემოში ჩატარების შესაძლებლობა მისცენ.