თბილისი, 15 ივნისი — Sputnik. სამართალდამცველებმა თბილისში 56 წლის მამაკაცი ქურდობის მცდელობის ბრალდებით დააკავეს, ნათქვამია შსს-ს მიერ გავრცელებულ განცხადებაში.
ბრალდებული წარსულში ქურდობისთვის მრავალჯერ ნასამართლევია.
უწყების ინფორმაციით, საპატრულო პოლიციის თანამშრომლებმა ბოროტმოქმედი ღამით, კალაუბნის ქუჩაზე იმ დროს დააკავეს, როდესაც იგი ამავე ქუჩაზე მდებარე მაღაზიების გაქურდვას ცდილობდა.
შსს-ს ცნობით, გამოძიება ქურდობის მცდელობის ფაქტზე, სისხლის სამართლის კოდექსის 19-177-ე მუხლის მე-2 ნაწილით მიმდინარეობს, რაც 3-დან 5 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.