თბილისი სინათლის ფესტივალს მასპინძლობს

ღონისძიების სტუმრებს სასიამოვნო ატმოსფეროში დაუვიწყარ საღამოს ჰპირდებიან
Sputnik

თბილისი, 14 ივნისი — Sputnik. საქართველოს ეროვნულ ბოტანიკურ ბაღში პირველად გაიმართება სინათლის ფესტივალი, იუწყებიან ორგანიზატორები.

მსოფლიოში ცნობილი სინათლის ფესტივალი 5 და 6 ივლისს 19:00-დან 01:00 საათამდე ჩატარდება.

ბოტანიკურ ბაღში „მწვანე გამოფენა“ იხსნება

ორგანიზატორების განცხადებით, ბაღი მოირთვება სხვადასხვა განათებით – პროექციით, ლაზერებითა და მასშტაბური ინსტალაციებით.

ამ და სხვა ღონისძიებების ჩასატარებლად ბოტანიკურმა ბაღმა კომპანია Box Media Group-თან ხელი მოაწერა მემორანდუმს თანამშრომლობის შესახებ.

მემორანდუმის მიზანია ბოტანიკური ბაღის ტერიტორიაზე სხვადასხვა ფესტივალის, სოციალური და საზოგადოებრივი ღონისძიებების, ასევე კინოჩვენებების ჩატარება.

პროექტის ორგანიზატორები არიან Box Media Group და საქართველოს ბოტანიკური ბაღი თბილისის მერიის მხარდაჭერით.