მარტვილის სოფლებში ძლიერმა სეტყვამ მოსახლეობა დააზარალა

ყველა შესაბამისი სამსახური ადგილზეა, მიმდინარეობს ზარალის დათვლა. ამდროისთვის ზარალის ზუსტი ოდენობა უცნობია.
Sputnik

თბილისი, 14 ივნისი - Sputnik. მარტვილის მუნიციპალიტეტის სოფლებში სალხინოსა და დიდიჭყონში ძლიერმა წვიმამ და და სეტყვამ მოსახლეობას ყანები და ვენახი დაუზიანა.

მარტვილის სოფლებში ძლიერმა სეტყვამ მოსახლეობა დააზარალა

„უეცრად მოვარდნილმა სეტყვამ და წვიმამ ორ სოფელში არსებული ადგილობრივების ნაწილის ყანები და ვენახები დააზიანა. ყველა შესაბამისი სამსახური ადგილზეა, მიმდინარეობს ზარალის დათვლა. ამდროისთვის ზარალის ზუსტი ოდენობა უცნობია“, - აცხადებს მარტვილის მუნიციპალიტეტის მერი ალექსანდრე გრიგალავა.

მისი თქმით, შესაბამისი სამსახურები უკვე გასულები არიან ადგილზე და მიმდინარეობს ზარალის დათვლა.