ეს უცნაური რუსეთი, ეს უცნაური რუსები

რუსეთის საერთაშორისო რეზერვებმა 500 მლრდ დოლარს გადააჭარბა: ცენტრობანკის მონაცემები

რუსეთის ცენტრალურმა ბანკმა საერთაშორისო რეზერვების მოცულობის ორიენტირად რამდენიმე წლის წინ 500 მლრდ აშშ დოლარი დაადგინა.
Sputnik

თბილისი, 13 ივნისი — Sputnik.  რუსეთის ფედერაციის საერთაშორისო რეზევები 31 მაისიდან 7 ივნისამდე პერიოდში 1,5%-ით გაიზარდა და 502,7 მლრგ აშშ დოლარი შეადგინა და პირველად 2014 წლის იანვრის შემდეგ, გადააჭარბა ნახევარ ტრილიონ დოლარს, ნათქვამია რუსეთის ბანკის მასალებში.

„საერთაშორისო რეზერვების მოცულობამ 7 ივნისის მდგომარეობით 502,7 მლრდ აშშ დოლარი შეადგინა მას შემდეგ, რაც ერთ კვირაში 7,5  მლრდ აშშ დოლარით, ანუ 1,5%-ით გაიზარდა“, — ნათქვამია ბანკის განცხადებაში.

რუსეთის ცენტრალურმა ბანკმა საერთაშორისო რეზერვების მოცულობის ორიენტირად რამდენიმე წლის წინ 500 მლრდ აშშ დოლარი დაადგინა. 

Huawei-მ სახის ამომცნობი ტექნოლოგია რუსეთისგან შეიძინა

როგორც რუსეთის ცენტრობანკის ხელმძღვანელმა ელვირა ნაბიულინამ აღნიშნა, ეს ორიენტირი არის თანხა, რომელსაც რეგულატორი მნიშვნელოვნად მიიჩნევს იმისთვის, რომ რუსეთის ეკონომიკა დაცული იყოს გარე რისკებისგან.

რუსეთის ფედერაციის საერთაშორისო რეზერვები — ეს არის მაღალლიკვიდური უცხოური აქტივები, რომლებიც რუსეთის ბანკისა და მთავრობის განკარგულებაშია. რეზერვები შედგება მონეტარული ოქროსგან, სპეციალური სასესხო უფლებებისგან, საერთაშორისო სავალუტო ფონდში სარეზერვო პოზიციებისგან და უცხოურ ვალუტაში არსებული თანხებისგან.    

ბანკი აღსანიშნავს, რომ 2018  წლის განმავლობაში რუსეთის საერთაშორისო რეზერვები 8,3%-ით გაიზარდა და ი იანვრისთვის 468,5 მლრდ დოლარი შეადგინა.