მშობლების ძალადობა შვილებზე - გამოვლინდა ათობით შემთხვევა

შსს-ში შეიქმნა ფსიქოლოგიური დახმარების სპეციალური სამსახური, რომელიც ბავშვებს გამოძიების დროს დაეხმარება
Sputnik

თბილისი, 14 ივნისი — Sputnik. საქართველოში მიმდინარე წლის ხუთ თვეში (იანვარი-მაისი) საკუთარ შვილებზე ძალადობაში 110 მშობელი ამხილეს, ნათქვამია შსს-ს განცხადებაში.

შსს-ში აცხადებენ, რომ არასრულწლოვნებზე ძალადობის, მათ შორის, მშობლების მხრიდან, შემთხვევების გამოვლენა და გამოძიება უწყების ერთ-ერთი მთავარი პრიორიტეტია.

საქართველოში ძალადობის მსხვერპლთათვის პირველი საწარმო გაიხსნა

15 შემთხვევაში მოძალადე იყო დედა, ხოლო 95 შემთხვევაში - მამა ან მამინაცვალი. მოძალადე მშობლის დაკავების გადაწყვეტილება 79% შემთხვევაში იქნა მიღებული.

ყველაზე ხშირად მშობლები ბავშვებს სცემდნენ სახეში, თავში, ემუქრებოდნენ, სისტემატურად ძალადობდნენ ფსიქოლოგიურად ან სხვა სახით.

შსს-ს მონაცემების თანახმად, ბავშვებზე ძალადობის ფაქტებზე უწყებაში ყველაზე ხშირად აცხადებდნენ ოჯახის წევრები - ბავშვის დედა ან ბებია (62 შემთხვევა), თვითონ ბავშვი (32 შემთხვევა), ხოლო ოთხჯერ - მეზობელი.

რუსთავში ორსულ მეუღლეზე ძალადობის ბრალდებით მამაკაცი დააკავეს>>

პოლიციას ინფორმაციას ძალადობის შესახებ აწვდიდნენ ასევე ნათესავები, მედიცინის მუშაკები, სკოლები, არასამთავრობო ორგანიზაციები და სხვა.

შემაკავებელი ორდერი გამოიწერა არასრულწლოვანის კანონიერი ინტერესების იგნორირების 37 ფაქტზე. აქედან 28 შემთხვევაში კანონიერი ინტერესების იგნორირებას ახდენდა დედა, შვიდ შემთხვევაში - მამა და ორ შემთხვევაში - სხვა პიური.

რვა წლის გოგონას მკვლელობა გორში: იაგო ნებიერიძეს უვადო თავისუფლების აღკვეთა მიესაჯა

არასრულწლოვნის კანონიერი ინტერესების იგნორირება გამოიხატებოდა ბავშვის მოუვლელობაში, ასევე იმაში, რომ მშობლები მას არ კვებავდნენ, ჰყავდათ ანტისანიტარიულ პირობებში, ხელს უწყობდნენ მავნე ჩვევების ათვისებაში. ეს ყველაფერი მიუხედავად იმისა, რომ მათ თავიანთი ბავშვების შესაბამისი პირობებით უზრუნველყოფის საშუალება ჰქონდათ.

უწყებაში აღნიშნავენ, რომ, გასულ წელთან შედარებით, წელს ამგვარ ფაქტებთან დაკავშირებით მიმართვიანობა გაიზარდა. ეს საზოგადოების ცნობიერების ამაღლებაზე მეტყველებს. ჯერ კიდევ დაბალია მეზობლებისა და უცხო ადამიანების მიმართვიანობის დონე, რაც მიუთითებს, რომ ადამიანები ბავშვების მიმართ ძალადობას გულგრილად ხვდებიან.

სამართალწარმოების პროცესში არასრულწლოვანთა ინტერესების სრულფასოვანი დაცვისთვის შინაგან საქმეთა სამინისტროში მოწმისა და დაზარალებულის კოორდინატორის სამსახური შეიქმნა. მისი მიზანია გამოძიების მსვლელობისას ბავშვთა ფსიქოლოგიური მხარდაჭერა, ძალადობის შედეგად მიღებულ სტრესთან გამკლავებაში დახმარება და მათთვის სამართალწარმოების პროცესში მონაწილეობის გამარტივება.

არასრულწლოვნის გაუპატიურების ბრალდებით ლაგოდეხში დაკავებულ მამაკაცს პატიმრობა შეეფარდა>>

შსს აქტიურად განაგრძობს ბრძოლას არასრულწლოვნების მიმართ ძალადობის წინააღმდეგ და მოუწოდებს საზოგადოებას მეტი კოორდინაციისა და პოლიციის დროული ინფორმირებისკენ.