რა ღირს მართვის მოწმობა გამოცდების ჩაბარების გარეშე

ბრალდებული მოქალაქეს მართვის მოწმობის თეორიული და პრაქტიკული გამოცდების ჩაბარების გარეშე აღებას დაჰპირდა.
Sputnik

თბილისი, 13 ივნისი — Sputnik. სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის თანამშრომლებმა თაღლითობის მცდელობის ფაქტზე ერთი პირი დააკავეს, ნათქვამია უწყების მიერ გავრცელებულ განცხადებაში.

ყალბი დოკუმენტები და ნახევარი მილიონი: თაღლითების სქემა გამოაშკარავდა

საქმის მასალებიდან ირკვევა, რომ ბრალდებული მურმან მ. შინაგან საქმეთა სამინისტროს მომსახურების სააგენტოში ვითომდა პირადი ნაცნობების გამოყენებით თეორიული და პრაქტიკული გამოცდების ჩაბარების გარეშე მოქალაქეს მართვის მოწმობის აღებას დაჰპირდა.

დაკავებული სანაცვლოდ 800 ლარს მოტყუებით დაეუფლა.

გამოძიება დაწყებულია სსკ-ის 19-180-ე მუხლის მეორე ნწილით, რაც თაღლითობის მცდელობას გულისხმობს და ითვალისწინებს ოთხიდან შვიდ წლამდე ვადით პატიმრობას.