ვაზიანში წვრთნების დროს ჯარისკაცი გარდაიცვალა

ვაზიანის სამხედრო ბაზაზე გულის შეტევით კაპრალი დაიღუპა.
Sputnik

თბილისი, 13 ივნისი — Sputnik. დღეს, გამთენიისას ვაზიანის სამხედრო ბაზაზე სწავლების დროს კაპრალი მამუკა ხარაზიშვილი გარდაიცვალა, იუწყება ტელეკომპანია Rustavi 2.

ვაზიანის საველე წვრთნების ბაზაზე ქართველი ჯარისკაცი გარდაცვლილი იპოვეს

30 წლის კაპრალი მეოთხე ქვეით ბრიგადაში მსახურობდა. ტელეკომპანიის ინფორმაციით, ის პოლიგონზე გეგმიურ წვრთნას გადიოდა, რა დროსაც გულის შეტევა დაემართა. სამხედრო მოსამსახურე ლაზარეთში გადაიყვანეს, თუმცა მისი გადარჩენა ვერ მოხეხდა.

ირკვევა, რომ კლინიკაში შეყვანის დროს მას გული უკვე გაჩერებული ჰქონდა.

გამოძიება „გაუფრთხილებლობით სიცოცხლის მოსპობის“ მუხლით დაიწყო.