ეს უცნაური რუსეთი, ეს უცნაური რუსები

ნუ ინატრებთ ვუნდერკინდ შვილს: ტრაგიკულად დაღუპული გენიალური ბავშვები

Sputnik

ეს გენიალური ბავშვები მშობლებისა და ქვეყნისთვის სიამაყის საგანს წარმოადგენდნენ, მაგრამ წუთისოფელი მათ სხვა ბედისწერას უმზადებდა...

მაგალითად, 1980-იან წლებში საბჭოთა გაზეთებში ბევრს წერდნენ ერთ უცნაურ ბიჭზე, რომელიც 3 წლისა ურთულეს მათემატიკურ გამოთვლებს აკეთებდა; 5 წლისამ ფორტეპიანოზე დაკვრა ისწავლა თავისით; 6 წლისა ლოგარითმული ფუნქციების გრაფიკს აგებდა; 8 წლისამ ამოხსნა ფიზიკური ამოცანა პლანეტა პლუტონის განათების შესახებ, რომელსაც ოლიმპიადებზე 16-17 წლის მოზარდებს აკეთებინებენ.

ეს პაველ კონოპლიოვი იყო.