ყვითელი ამბები

რას პასუხობს ნინა წკრიალაშვილი თაყვანისმცემლებს ახალ მეგობარ მამაკაცთან დაკავშირებით

ეპატაჟური და ხმაურიანი მომღერალი ახალ მეორე ნახევარს აღარ მალავს.
Sputnik

მრავალი მუქარისა და პირადი ცხოვრების ამსახველი კადრების ერთ-ერთ პორნოგრაფიულ საიტზე გასაჯაროების მიუხედავად ნინა წკრიალაშვილი თაყვანისმცემლებს პირად ცხოვრებას არ უმალავს.

„ნინა, მშურს შენი, ბედნიერი იყავი“ – ნინა წკრიალაშვილი მეგობარი კაცის ფოტოებს ასაჯაროებს

მას შემდეგ, რაც ნინა წკრიალაშვილმა სოციალურ ქსელში ახალი მეგობარი მამაკაცის ფოტო გამოაქვეყნა, ამ ფოტოზე წამში ათასობით მოწონება და კომენტარიც გაჩნდა. ნინას მეგობრები და თაყვანისმცემლები ბედნიერებას უსურვებენ. 

თავის მხრივ, მომღერალიც გამოეხმაურა მათ და აღნიშნა, რომ საზოგადოების ასეთმა რეაქციამ ძალიან გაახარა.

„ზოგჯერ ცხოვრება მშვენიერია თურმე და ძააან გამახარეთ ყველამ“, – დაწერა ნინა წკრიალაშვილმა.

როგორც გაირკვა, მომ­ღერ­ლის ახა­ლი შეყ­ვა­რე­ბუ­ლი 50 წლამ­დე ასა­კის ილი­ას აზა­რია. იგი წარ­მო­შო­ბით ლი­ბა­ნი­და­ნაა და ამა­ჟა­მად სა­ბერ­ძნეთ­ში ცხოვ­რობს. ილი­ას აზა­რი სა­ტე­ლე­ვი­ზიო სფე­რო­ში მუ­შა­ობს. „ფე­ის­ბუქ­ზე“ გა­მოქ­ვეყ­ნე­ბუ­ლი ფო­ტო­ე­ბი­დან ირ­კვე­ვა, რომ ნინა ცოტა ხნის წინ სა­ბერ­ძნეთს ესტუმ­რა, სა­დაც ილი­ას­თან და მის მე­გობ­რებ­თან ერ­თად არაჩ­ვე­უ­ლებ­რივ დროს ატა­რებს.

შოუბიზნესის ხმაურიანი წევრი გულახდილობით ყველასგან გამოირჩევა – საქართველოში პირველია, რომელიც ქართული PLAYBOY-სთვის გაშიშვლდა და ამის მერე მის მიმართ განსაკუთრებული ყურადღება არ წყდება.

ნინა წკრიალაშვილი: ერთი ღამის ურთიერთობა არ მქონია, თუმცა... >>>

ნინა წკრიალაშვილზე ათას ჭორ-მართალს ამბობენ. ვარსკვლავის პირადი ცხოვრება, მუსიკალური კარიერა, სამოდელო სფერო, მამაკაცებთან ურთიერთობა – არ არსებობს თემა, რომელზეც ერთი ჭორი მაინც არ გსმენიათ, ან არ წაგიკითხავთ. მომღერალიც არასდროს მალავს პირად ცხოვრებას და სკანდალებში ხშირად ხვდება.

ნინა წკრიალაშვილი: იმდენ პლასტიკურ ოპერაციას გავიკეთებ რამდენიც მჭირდება

ნინას ფოტოს კომენტარებში გამოეხმაურნენ მომღერალი ანრი ჯოხაძე, დიზაინერი დათუნა სულიკაშვილი, პროდიუსერი ნატო დუმბაძე და სხვა ქართველი ვარსკვლავები, რაც მეტად აჩენს ეჭვს, რომ ეს ნინას მორიგი ხუმრობა არ არის.

რამ­დე­ნი­მე თვის წინ ნინა წკრი­ა­ლაშ­ვი­ლი სკან­დალ­ში გა­ეხ­ვა. აღ­ნიშ­ნულ­თან და­კავ­ში­რე­ბით გა­და­ცე­მა „ფა­რულ კონ­ვერ­ტში“ ღიად ისა­უბ­რა. სკანდალი ბიზ­ნეს­მე­ნ გი­ორ­გი შე­ლე­გიას, იგი­ვე "ძიაძიას“ სახელს უკავშირდება, რომელიც მომღერალზე 20 წლით უფროსია და ნინა წკრიალაშვილს მასთან რომანი ჰქონდა.