ხულოს მერიასთან სწრაფი ჩარიცხვის აპარატი გაიტაცეს

დაბა ხულოში TBC Pay-ს ჩარიცხვის აპარატი მოიპარეს და თანხა წაიღეს – წაღებული თანხის რაოდენობა უცნობია.
Sputnik

სამართალდამცველებმა თბილისში მომხდარი ქურდობისა და ძარცვის რვა ფაქტი გახსნეს
თბილისი, 11 ივნისი — Sputnik. დაბა ხულოში TBC Pay-ს ჩარიცხვის აპარატი მოიპარეს და თანხა წაიღეს. შემთხვევა გამთენიისას მოხდა. სამართალდამცველებმა გატეხილი აპარატი შემთხვევის ადგილიდან რამდენიმე მეტრში იპოვეს. ინფორმაციას Rustavi 2 ავრცელებს.

წაღებული თანხის რაოდენობა ჯერჯერობით უცნობია.

TBC Pay-ს ჩარიცხვის აპარატი ხულოს მერიის შენობასთან ახლოს მდებარეობს.