საქართველოში ტყის მავნებელ მწერს ბრძოლა გამოუცხადეს

მბეჭდავი ქერქიჭამია საქართველოს ტყეებს თითქმის 70 წელია, ზიანს აყენებს
Sputnik

თბილისი, 11 ივნისი — Sputnik. სამცხე-ჯავახეთში მავნებელი მწერის, მბეჭდავი ქერქიჭამიას წინააღმდეგ, რომელიც ამ რეგიონში განსაკუთრებით არის გავრცელებული, ათასი სპეციალური ფერომონიანი მწერმჭერი განათავსეს, ნათქვამია საქართველოს სატყეო სააგენტოს განცხადებაში.

სპეციალისტებმა ხაფანგების დაგება გაზაფხულზე ბორჯომში, ბაკურიანში, ახალციხეში, ადიგენსა და ასპინძაში დაიწყეს.

აზიურ ფაროსანასთან საბრძოლველად თერმულ ნისლს გამოიყენებენ>>

მბეჭდავი ქერქიჭამია საქართველოში გასული საუკუნის 1950-იან წლებში შემოტანილ ხეტყის მასალებს შემოჰყვა. მავნებელმა ძალიან დააზიანა ტყეების ხარისხი, აღნიშნავენ სააგენტოში.

ფაროსანა იღვიძებს: ქვეყანა მზადაა მავნებელთან ბრძოლისთვის

მავნებელ მწერთან ბრძოლა ჯერ კიდევ 2013 წელს 26 ათას ჰექტარ ფართობზე დაიწყეს. ეს ტერიტორია დასახლებულ პუნქტთან ახლოსაა და ძირითადად, სარეკრეაციო ზონას წარმოადგენს.

სატყეო სააგენტოში აღნიშნავენ, რომ მნიშვნელოვანია ამ ზონის შენარჩუნება ეკოლოგიური მდგომარეობისთვის, ასევე, რეგიონის ტურისტული პოტენციალისა და ინფრასტრუქტურის გაუმჯობესებისთვის

მბეჭდავი ქერქიჭამია გავრცელებულია ევროპაში. საქართველოში პირველად 1952 წელს აღმოაჩინეს. შემოჰყვა გაუქერქავ ხეტყეს ჩრდილოეთი რაიონებიდან. მწერი აზიანებს ნაძვს, ფიჭვს, სახლდება მათ ღეროებსა და ტოტებზე.