ბელიაშვილზე ავარიას მოტოციკლის მძღოლი ემსხვერპლა

ბელიაშვილზე რამდენიმე წუთის წინ ავტოსაგზაო შემთხვევა მოხდა.
Sputnik

თბილისი, 11 ივნისი — Sputnik. ბელიაშვილის ქუჩაზე მოტოციკლის და მსუბუქი ავტომანქანის შეჯახებისას, მოტოციკლის მძღოლი დაიღუპა. ინფორმაციას Rustavi 2 ავრცელებს.

ავარია მცხეთის გზაზე: დაშავდა სამი არასრულწლოვანი

ავარია რამდენიმე წუთის წინ მოხდა და 30 წლამდე ახალგაზრდა, ადგილზე გარდაიცვალა.

შსს-ში განმარტავენ, რომ საქმეზე გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 276-ე მუხლით დაიწყო, რაც ტრანსპორტის მოძრაობის უსაფრთხოების ან ექსპლუატაციის წესის დარღვევას გულისხმობს.