თბილისი, 10 ივნისი — Sputnik. კომპანია Columbia Shipmanagement (CSM) საკრუიზო გემებზე საქართველოს მოქალაქეებს დაასაქმებს, ნათქვამია საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს განცხადებაში.
„პირველ ეტაპზე იგეგმება 18-დან 40 წლამდე ასაკის 50 ადამიანის დასაქმება ბარმენის, მიმტანის და ჰაუსკიპერის პოზიციებზე, მინიმალური ანაზღაურება 800 ევროს შეადგენს", – აღნიშნულია განცხადებაში.
კანდიდატების შერჩევა ორ ეტაპად ჩატარდება. ძირითადი მოთხოვნაა ინგლისური ენის ცოდნა კომუნიკაციის დონეზე. პრიორიტეტი მიენიჭებათ იმ კანდიდატებს, რომლებსაც მუშაობის შესაბამისი გამოცდილება აქვთ. შერჩეული კანდიდატები მეორე ეტაპზე კომპანია CSM-ის წარმომადგენლებთან გასაუბრებას გაივლიან.
შერჩეული 20 გოგონასთვის საზღვაო ტრანსპორტის სააგენტო უზრუნველყოფს პერსონალური მომზადებისა და გემზე უსაფრთხოებასთან დაკავშირებული საბაზისო წვრთნის უფასო კურსებს.
CSM – მსოფლიო კლასის გემების მენეჯერი და საზღვაო მომსახურების კომპანიაა. ის 40 წლის წინ კვიპროსზე დაფუძნდა.