წყვილმა ჯვარი სამების ტაძარში დაიწერა. ნოეს მეჯვარეები დეტექტივი გია ბესელია, გოგიტა ზაქრაძე და ირაკლი მაქაცარიაა, ხოლო ჯანეტის მეჯვარეები საზოგადოებისთვის უცნობი სახეები. პატარძალი რესტორანში, ხელის მოწერის ცერემონიალზე მამამ მიიყვანა.
წყვილმა სპეციალურად ქორწილისთვის დადგმული ცეკვა შეასრულა.
ნოე სულაბერიძისთვის ეს მესამე ქორწინებაა, ჯანეტისთვის - პირველი. ნოე ორი შვილის მამაა. მისი მეორე მეუღლე ცნობილი წამყვანი, Rustavi 2-ის სახე ეკა სამხარაძე იყო. მათ ერთი ქალიშვილი ჰყავთ.
„ბედნიერება ყოველთვის შეუძლებლად გეჩვენება, სანამ არ გეწვევა“, – დაწერა სოციალურ ქსელში ნოე სულაბერიძემ.
წყვილი აპრილში მოულოდნელად დაინიშნა. ქორწინებას წინ უძღოდა წინასაქორწინო წვეულება, რომელიც 6 ივნისს ჯანეტმა სასტუმრო „სტამბაში“ მოაწყო.
წვეულების ორგანიზების პროცესში ჯანეტის მეგობრებთან ერთად აქტიურად იყვნენ ჩართულები L’Officiel Austria -ს გამომცემელი ანნა ვერგალსკაია და "მის ინდონეზია" ანინდა პუტრი.
მის საქართველო 2011-ის მეგობრების ჩაცმულობაზე ყველასთვის ცნობილმა ქართულმა ბრენდებმა Dalood-მა და Elosh-მა იზრუნეს.