სისხლიანი გარჩევა დიღმის მასივში - დაჭრილია ორი მამაკაცი

დაჭრილი პირებიდან ერთი ღუდუშაურის სახელობის სავადმყოფოში, მეორე კი - ქირურგიის ცენტრშია გადაყვანილი.
Sputnik

თბილისი, 9 ივნისი — Sputnik. ორი ახალგაზრდა მამაკაცი ცივი იარაღით დიღმის მასივში დაჭრეს, იუწყება ტელეკომპანია Imedi.

შემთხვევა გუშინ გვიან ღამით, ურთიერთშელაპარაკების ნიადაგზე მოხდა.

ფოთში ქმრის ბიძამ რძალი დაჭრა: ბრალდებული დაკავებულია

არსებული ინფორმაციით, პოლიციაში შეტყობინება სამედიცინო დაწესებულებიდან შევიდა, სადაც ორი დაჭრილი შეიყვანეს. მათ გადაუდებელი სამედიცინო დახმარება წუხელვე გაეწიათ. ამ ეტაპზე დაზარალებულების სიცოცხლეს საფრთხე არ ემუქრება.

დაჭრილი პირებიდან ერთი ღუდუშაურის სახელობის სავადმყოფოში, მეორე კი - ქირურგიის ცენტრშია გადაყვანილი.

ამ დროისთვის მიმდინარეობს საგამოძიებო მოქმედებები.

გამოძიება დაწყებულია სსკ-ის 117-ე მუხლის მეშვიდე ნაწილით, რაც ჯანმრთელობის განზრახ დაზიანებას გულისხმობს ორი ან მეტი პირის მიმართ და ითვალისწინებს 9-დან 13 წლამდე თავისუფლების აღკვეთას.