ფაშინიანმა მამუკა ბახტაძეს დაბადების დღე მიულოცა

სომხეთის პრემიერმა ქართველ კოლეგას ორი ერის მრავალსაუკუნოვანი მეგობრობის კიდევ უფრო განმტკიცება შესთავაზა
Sputnik

თბილისი, 9 ივნისი — Sputnik. სომხეთის პრემიერ-მინისტრმა ნიკოლ ფაშინიანმა ქართველ კოლეგა მამუკა ბახტაძეს დაბადების დღე მიულოცა და ბედნიერება, მშვიდობა და ჯანმრთელობა უსურვა, იუწყება „Sputnik-სომხეთი“.

ფაშინიანმა საქართველოს პრემიერსა და მის ოჯახს უსურვა ბედნიერება, მშვიდობა და ჯანმრთელობა, ხოლო პირადად ბახტაძეს ესოდენ საპასუხისმგებლო და მნიშვნელოვან პოსტზე წარმატებები და ახალი მიღწევები უსურვა.

სომხეთი საქართველოს მაგალითს იღებს - თბილისში ქართულ რეფორმებზე იმსჯელეს

„დარწმუნებული ვარ, რომ ერთობლივი ძალისხმევით ჩვენ კიდევ უფრო განვამტკიცებთ ჩვენი ხალხების მრავალსაუკუნოვან მეგობრობას და გავაფართოებთ თანამშრომლობას ჩვენს სახელმწიფოებს შორის. ოპტიმისტურად ვარ განწყობილი ჩვენი ქვეყნების მომავლის მიმართ“, – ნათქვამია ნიკოლ ფაშინიანის მილოცვაში.

ფაშინიანმა ასევე გამოხატა რწმენა იმისა, რომ საერთო ღირებულებებზე დაფუძნებული სომხეთ-საქართველოს ურთიერთობები ხელს შეუწყობს ორი ქვეყნების პროგრესსა და კეთილდღეობას.