67 წლის წარმატებული ფერმერი სოფელ ნარაზენიდან: პროფესიის შეცვლა გვიანი არასოდეს ყოფილა

რუბრიკაში „მე ეს გამომივიდა: წარმატების ისტორია საქართველოში“ ნარაზენის მკვიდრს, ფერმერ დავით თოდუას წარმოგიდგენთ.
Sputnik

სახელი - დავით თოდუა

ასაკი -  67 წლის

განათლება - ინჟინერი

პროფესია - ფერმერი

საცხოვრებელი ადგილი - ზუგდიდის მუნიციპალიტეტი, სოფელი ნარაზენი

67 წლის წარმატებული ფერმერი სოფელ ნარაზენიდან: პროფესიის შეცვლა გვიანი არასოდეს ყოფილა

დასაწყისი: სოფელში დავიბადე და გავიზარდე. თუ ახლა მოზარდებს მხოლოდ წიგნთან ურთიერთობას ასწავლიან, მაშინ მიწასთან ურთიერთობასაც მასწავლიდნენ სახლში. ღრმა ბავშვობიდან მიტაცებდა სოფლის მეურნეობა, თუმცა სკოლის დამთავრების შედეგ სწავლა საინჟინრო სასწავლებელში განვაგრძე. პროფესიით  20 წელი ვიმუშავე. ადრე შემოსავალი იმდენი მქონდა რომ ოჯახს თავისუფლად ვარჩენდი. თუმცა, საკარმიდამო ტერიტორიაზე მიწის ნაკვეთს უფუნქციოდ მაინც არ ვტოვებდი. ხეხილისა და ბოსტნეულის  ბაღები გავაშენე და სოფლის ნატურალური პროდუქტი  მქონდა.

შემდეგ პროფესიისთვის თავის დანებება მომიწია. რადგან დასაქმება ქვეყანაში პრობლემა იყო, ჩემი თაობა ცდილობდა სხვაგან წასულიყო და სახლ-კარი მიეტოვებინა. როცა პროფესიისთვის თავის დანებება ფინანსებთან აისახა, დავიწყე ფიქრი თუ რა შეიძლებოდა გამეკეთებინა.  შემდეგ გავიგე რომ კენკროვანი კულტურა  იმ ადგილებში კარგად  ხარობს, სადაც ადრე ჩაის პლანტაციები იყო.

67 წლის წარმატებული ფერმერი სოფელ ნარაზენიდან: პროფესიის შეცვლა გვიანი არასოდეს ყოფილა

მოგეხსენებათ ნარაზენის ჩაი ცნობილი იყო არა მხოლოდ საქართველოში, არამედ საზღვრებს გარეთაც. ჯერ სახლთან ახლოს მდებარე მიწის ნაკვეთზე გავაშენე მოცვი, როცა მოსავალმა გამაკვირვა, გადავწვიტე ბიზნესი გამეფართოვებინა. პირველი გარდატეხა მაშინ მოხდა, როცა  გავიგე  სოფლის მეურნეობის სამინისტროს  პროექტის  „დანერგე მომავალის" შესახებ. 2017 წელს  პროექტის დახმარებით და თანადაფინანსებით  5 ჰექტარზე გავაშენე მოცვი. იმდენად კარგად გაიხარა, წელს კვლავ 5 ჰექტარი დავამატე და ჯამში ახლა 10 ჰექტარზე მაქვს გაშენებული.

67 წლის წარმატებული ფერმერი სოფელ ნარაზენიდან: პროფესიის შეცვლა გვიანი არასოდეს ყოფილა

წარმატების გზა და ფორმულა: ნებისმიერ საქმეს, რომელსაც იწყებ, სჭირდება სწორად დაგეგმარება და დიდი შრომა. როცა პირველი მოსავლის შედეგი ვნახე, მოტივაცია ამიმაღლდა. შესაბამისად ბიზნესის გაფართოებისკენ დავიწყე სწრაფვა, რაც რა თქმა უნდა შრომის გაორმაგებას ნიშნავდა. თავიდანვე ვიცოდი, რომ შრომის გარეშე არაფერი გამოვიდოდა. გამოცდილებამ ცოდნა მომიტანა, თან ბევრს ვკითხულობდი. ფაქტიურად შიშველი ხელებით დავიწყე.

67 წლის წარმატებული ფერმერი სოფელ ნარაზენიდან: პროფესიის შეცვლა გვიანი არასოდეს ყოფილა

ნახევარი საუკუნე გავლილმა კაცმა თანდათან ყველაფერი ვისწავლე და ეს საქმიანობა ოჯახის შემოსავლის ძირითად წყაროდ ვაქციე. ახლა რომ ვუყურებ პლანტაციას ბედნიერი ვარ. შვილიშვილებიც ავიყოლიე და მეხმარებიან.

67 წლის წარმატებული ფერმერი სოფელ ნარაზენიდან: პროფესიის შეცვლა გვიანი არასოდეს ყოფილა

შედეგი:  ერთი ნერგი დაახლოებით 400-500 გრამს  ისხამს, ჯამში ყველაზე ცუდ შემთხვევაში 4 ტონა უნდა მომივიდეს. ფასები მოგეხსენებათ მაღალია და მოთხოვნაც დიდია. ერთი კილო 14  - 16 ლარი ღირს. თან ჯერ ახალი ნერგებია, სუ რაღაც 2 წლის.

67 წლის წარმატებული ფერმერი სოფელ ნარაზენიდან: პროფესიის შეცვლა გვიანი არასოდეს ყოფილა

რჩევა დამწყებთათვის: ნახევარსაუკუნე გამოვლილი ინჟინერი კაცი ფერმერი გავხდი. არაფერი დავიზარე. ყველა ნერგი  ისე დავრგე,  რომ ფესვის ყელი ნიადაგის ქვემოთ არის მოქცეული, რადგან მასწავლეს, ნერგი იმ სიღრმეზე უნდა ჩაირგოს, რა სიღრმეზეც იზრდებოდა სანერგეში ან ქოთნებში.  თუ შრომას არ დაიზარებთ, შედეგი ყოველთვის გაამართლებს.

 

ნიკა ლატარია