საქართველოს ბუნება რომ მდიდარია საკვები მცენარეებით, ამას არაერთი ისტორიულ-ეთნოგრაფიული კულინარიული და სამკურნალო წყარო გვაუწყებს.
ფართოდ გავრცელებული პოპულარული მხალეული უმეტესწილად ველური ბალახებისგან მზადდებოდა, რომლებსაც ჩვენი წინაპრები კარგადაც ცნობდნენ და მხალეულის მოგროვება-შენახვის, მომზადებისა და გამოყენების წესებიც შესანიშნავად მოეხსენებოდათ.