თბილისი, 8 ივნისი — Sputnik. ხარაგაულის მუნიციპალიტეტში ადიდებულმა მდინარე ლეღვნულამ სოფელ ლეღვასთან დამაკავშირებელი გზა წაიღო, იუწყება საზოგადოებრივი მაუწყებლის პირველი არხი.
გავრცელებული ინფორმაციით, სტიქიამ 500-მდე ოჯახი გარე სამყაროს მოწყვიტა. სოფლამდე მისვლა მხოლოდ საცალფეხო გზით არის შესაძლებელი.
ადიდებულმა მდინარე ჩხერიმელამ დააზიანა სოფელი დიდვაკე, სადაც დაიტბორა საცხოვრებელი სახლების პირველი სართულები და სარდაფები. დახოცილია შინაური ცხოველები და ფრინველი. წაღებულია დამხმარე ნაგებობები. დატბორილია სახნავ-სათესი მიწები. ლეღვნულასა და დიდვაკეში დაზიანებულია ხიდები.
პრობლემები შეიქმნა ასევე სოფლ მარელისსა და ვაშეში.
სოფლებს ამ დრომდე არ მიეწოდება ელექტროენერგია, რადგან დაზიანებულია მაღალი ძაბვის გადამცემი ხაზები.
მიმდინარეობს სტიქიის სალიკვიდაციო სამუშაოები. მობილიზებული მძიმე ტექნიკა. სტიქიის ზონაში იმყოფებიან სამაშველო ჯგუფებიც.