მესტიაში ავტომობილი ხიდიდან გადავარდა: მაშველები ორ ახალგაზრდა მამაკაცს ეძებენ

გავრცელებული ინფორმაციით, 22 და 23 წლის მამაკაცები მსუბუქი ავტომობილით გადააგილდებოდნენ, რა დროსაც, ავტომობილი ბეჩოს ხიდიდან გადავარდა.
Sputnik

თბილისი, 8 ივნისი — Sputnik. მესტიაში მაშველები ორ ახალგაზრდა მამაკაცს ეძებენ, იუწყება საზოგადოებრივი მაუწყებლის პირველი არხი.

ჭუბერში სტიქიის სალიკვიდაციო სამუშაოები მიმდინარეობს

შემთხვევა წუხელ გვიან ღამით მოხდა. ორივე მამაკაცი მულახის თემის მკვიდრია.

როგორც მესტიის მერიაში აცხადებენ, 22 და 23 წლის მამაკაცები მსუბუქი ავტომობილით გადააგილდებოდნენ, რა დროსაც ავტომობილი ბეჩოს ხიდიდან გადავარდა.

ადგილზე საგანგებო სიტუაციების მართვის ცენტრის თანამშრომლები სამძებრო-სამაშველო სამუშაოებს აწარმოებენ.

სამძებრო სამუშაოები აქტიურად მიმდინარეობს, თუმცა ჯერჯერობით ახალგაზრდების პოვნა ვერ ხერხდება.