თავდასხმა თბილისში: მამაკაცმა ქუჩაში მოქალაქეს ხელჩანთა და ფული გასტაცა

სამართალდამცველებმა ბრალდებული იმ დროს დააკავეს, როდესაც იგი ნაძარცვი ნივთებით შემთხვევის ადგილიდან მიმალვას ცდილობდა.
Sputnik

თბილისი, 8 ივნისი — Sputnik. სამართალდამცველებმა ძარცვის ბრალდებით, თბილისში 20 წლის მამაკაცი დააკავეს, ნათქვამია შსს–ს მიერ გავრცელებულ განცხადებაში.

პოლიციამ თბილისში უკანონო ცეცხლსასროლი და ცივი იარაღი ამოიღო

გავრცელებული ინფორმაციით, ნ.ლ.-მ თბილისში ერთ-ერთ მოქალაქეს ხელჩანთა, ფული და პირადი ნივთები გასტაცა. სამართალდამცველებმა ბრალდებული იმ დროს დააკავეს, როდესაც იგი ნაძარცვი ნივთებით შემთხვევის ადგილიდან მიმალვას ცდილობდა.

პოლიციამ, დაკავებულის პირადი ჩხრეკისას, დაზარალებული მოქალაქის კუთვნილი საფულე, ფული და მობილური ტელეფონი ნივთმტკიცების სახით  ამოიღო.

გამოძიება ძარცვის ფაქტზე, სსკ-ის 178-ე მუხლის პირველი ნაწილით მიმდინარეობს, რაც 3-დან 5 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.