ევა ბარბაქაძე შორენა ბეგაშვილს ადრეულ ასაკში ქორწინებიდან ჰყავს. ევამ, ცოტა ხნის წინ სკოლა დაამთავრა. ულამაზესი გოგონას ცნობა გაგიჭირდებათ, თუმცა დედას ძალიან გავს.
სამწუხაროდ, 2016 წელს შორენა ბეგაშვილსა და ევა ბარბაქაძეს უბედურება მოულოდნელად დაატყდა თავს. ტელეწამყვანის ქალიშვილი 2016 წელს მე-5 სართულიდან გადმოვარდა, როდესაც ფანჯრის რაფაზე იჯდა. საავადმყოფოში გადაყვანისას, მოზარდის ჯანმრთელობა მძიმედ შეფასდა და ის მალე ხერხემლის მრავლობითი დაზიანებებით თურქეთში გადაიყვანეს.
ევა ბარბაქაძე პირველ ნაბიჯებს დგამს
ევას 17 ოპერაცია ჩაუტარდა, გოგონას ორგანიზმი ძლიერი გამოდგა და მრავალი ძალისხმევისა და რეაბილიტაციის კურსის შედეგად, გოგონა შეუდარებლად გამოიყურება და ვარსკვლავი დედაც კი დაჩრდილა.
შორენას მიერ გაზიარებულ ევას ფოტოებს სოციალურ ქსელში, მუდამ დიდი გამოხმაურება და დადებითი კომენტარები აქვს: „ღმერთო, რა ლამაზია და დედას გავს“, „მიხარია, ევას ასეთს რომ ვხედავ“,
„გული გამითბო ამ ფოტომ“, „2 ერთნაირი ულამაზესი გოგო.“
ოპერაციების სიმრავლით შვილს არც შორენა ჩამოუვარდება, თუმცა მოდელს სავარაუდოდ, პლასტიკური ოპერაციები აქვს გაკეთებული, რის გამოც ხშირად ხდება საზოგადოების კრიტიკის ობიექტი, თუმცა მაინც ყველა ერთხმად თანხმდება იმაზე, რომ მოდელი ულამაზესია.
37 წლის ტელევარსკვლავი ექსპერიმენტებს თავს არ არიდებს. გარეგნობა, სტილი, თვალისმომჭრელი ღიმილიც კი, ნებისმიერი ასაკისა და გემოვნების ადამიანის ყურადღებას აუცილებლად მიიქცევს. შორენა ინტერვიუებში მხოლოდ იმას აღნიშნავს, რომ ცხვირის უმნიშვნელო კორექცია გაიკეთა.