მსოფლიო დღეს

პოლონეთში საქართველოს მოქალაქეს ქალის მკვლელობისთვის გაასამართლებენ

ბრალის დამტკიცების შემთხვევაში მამუკა ხეცურიანს სამუდამო პატიმრობა ემუქრება
Sputnik

თბილისი, 6 ივნისი — Sputnik. პოლონეთში 28 წლის ქალის გაუპატიურებასა და მკვლელობაში ეჭვმიტანილი საქართველოს მოქალაქის მამუკა ხეცურიანის სასამართლო პროცესი დღეს გაიმართება, იუწყება ტელეკომპანია Imedi.

პოლონეთში საქართველოს მოქალაქე მოკლეს

მამუკა ხეცურიანს პოლონეთის ქალაქ ლოძში 28 წლის პოლონელი ქალის გაუპატიურება და მკვლელობა ბრალად ედება.

საქმის მოსმენა ქალაქ ლოძში დღის მეორე ნახევარშია დანიშნული. უკრაინიდან ექსტრადირებულ ეჭვმიტანილს უკვე ჩაუტარდა დნმ-ის ანალიზისთვის საჭირო პროცედურები.

ბრალის დამტკიცების შემთხვევაში მამუკა ხეცურიანს სამუდამო პატიმრობა ემუქრება.

28 წლის პოლონელი ქალი გასული წლის ოქტომბერში გაუჩინარდა. სამართალდამცველებმა მისი ცხედარი მომხდარიდან მეექვსე დღეს აღმოაჩინეს.

მამუკა ხეცურიანზე პოლონეთის მოთხოვნით საერთაშორისო ძებმა გამოცხადდა. იგი ნოემბერში უკრაინაში დააკავეს. ხეცურიანთან ერთად ახალგაზრდა ქალის მკვლელობის საქმეზე საქართველოს კიდევ ორი მოქალაქე და ბელარუსის ერთი მოქალაქე არიან დაკავებული. მათ დანაშაულის შეუტყობინებლობა ედებათ ბრალად.