უკანონო იარაღი: სამართალდამცველებმა ერთი პირი დააკავეს

დაკავებულს ექვს წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთა ემუქრება.
Sputnik

თბილისი, 5 ივნისი — Sputnik. შინაგან საქმეთა სამინისტროს თანამშრომლებმა ოპერატიული ინფორმაციის საფუძველზე ჩატარებული საგამოძიებო მოქმედებების შედეგად ცეცხლსასროლი იარაღის უკანონო შეძენა-შენახვის ბრალდებით ბაღდათის რაიონში მ.გ. დააკავეს, ნათქვამია შსს-ს მიერ გავრცელებულ განცხადებაში.

პოლიციამ საბურთალოზე უკანონო ცეცხლსასროლი იარაღი ამოიღო: დაკავებულია ერთი პირი

სამართალდამცველებმა სოფელ დიმში 1978 წელს დაბადებული მ.გ.-ს საცხოვრებელი სახლის ჩხრეკისას АКС მოდელის ავტომატური ცეცხლსასროლი იარაღი, 2 მჭიდი და 40 საბრძოლო ვაზნა ნივთმტკიცებად ამოიღეს.

ჩადენილი დანაშაული სამიდან ექვს წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.

გამოძიება ცეცხლსასროლი იარაღის მართლსაწინააღმდეგო შეძენა-შენახვის ფაქტზე სისხლის სამართლის კოდექსის 236-ე მუხლის მესამე ნაწილით მიმდინარეობს.