თბილისი, 5 ივნისი — Sputnik. თბილისში, ევროპის ქუჩაზე (აეროპორტის გზატკეცილზე) გზის სავალი ნაწილის სარეაბილიტაციო სამუშაოებთან დაკავშირებით, ავტოტრანსპორტის მოძრაობა ნაწილობრივ აიკრძალება, იუწყება პირველი არხი შინაგან საქმეთა სამინისტროს საპატრულო პოლიციის დეპარტამენტზე დაყრდნობით.
აკრძალვა 6 ივნისის 11:00 საათიდან 31 ივლისის ჩათვლით იმოქმედებს.
სამუშაოები საავტომობილო გზის ჯერ ერთ მიმართულებაზე განხორციელდება – ქალაქის ცენტრიდან აეროპორტის მიმართულებით, რა დროსაც მეორე ზოლი გახდება ორმხრივი.
სამუშაოების დასრულების შემდეგ, მოძრაობა აიკრძალება გზის მეორე ზოლზე – აეროპორტიდან ქალაქის მიმართულებით, რა დროსაც მოძრაობა გადაერთვება უკვე რეაბილიტირებულ გზაზე ორმხრივად.