რა იდო ამანათში, რომლის შეგზავნას ქსნის ციხეში შეეცადნენ

დაკავებულ პირებს 5-დან 8 წლამდე პატიმრობა ემუქრება.
Sputnik

თბილისი, 4 ივნისი — Sputnik. იუსტიციის სამინისტროს გენერალურმა ინსპექციამ ქსნის N15 პენიტენციურ დაწესებულებაში ნარკოტიკული საშუალების გადაცემის მცდელობის ფაქტზე ორი პირი დააკავა, ნათქვამია უწყების მიერ გავრცელებულ განცხადებაში.

გამოძიებამ დაადგინა, რომ 2019 წლის 4 ივნისს, N15 პენიტენციურ დაწესებულებაში გამოცხადდნენ მოქალაქეები დ.შ. და ლ.ფ., რომლებმაც მოითხოვეს მათ მიერ წარდგენილი ამანათის გადაცემა ამავე დაწესებულებაში მოთავსებული ერთ-ერთი მსჯავრდებულისათვის. ამანათის შემოწმებისას, მასში მოთავსებულ ფეხსაცმელში 4 ცალ პოლიეთილენის პარკში დაფასოებული შავი ფერის ნივთიერება აღმოჩნდა, რის შემდეგ დ.შ. და ლ.ფ. საპატიმრო დაწესებულებაშივე დააკავეს.

შსს–მ 55 მილიონი ლარის ღირებულების ნარკოტიკული საშუალებები გაანადგურა - ვიდეო

გენერალურ ინსპექციის საგამოძიებო სამმართველოში, N15 პენიტენციური დაწესებულებიდან მიღებული შეტყობინების საფუძველზე, სისხლის სამართლის საქმეზე გამოძიება დაიწყო  სსკ-ის 19, 378 „პრიმა“ მუხლის მე-2 ნაწილის „დ“ ქვეპუნქტით  (პენიტენციურ დაწესებულებაში ან მოთავსების სხვა ადგილას, გაყვანისას/ გადაყვანისას ან ექსტრადიციისას ბრალდებულისათვის/ მსჯავრდებულისათვის, აგრეთვე დროებითი ყოფნის იზოლატორში ან ჰაუპტვახტში მოთავსებული პირისათვის ნარკოტიკული საშუალების, მისი ანალოგის ან პრეკურსორის გადაცემის მცდელობა) და 260-ე მუხლის პირველი ნაწილით და მე-3 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტით (წინასწარი შეთანხმებით ჯგუფის მიერ ნარკოტიკული საშუალების, მისი ანალოგის ან პრეკურსორის უკანონო დამზადება, წარმოება, შეძენა, შენახვა, გადაზიდვა ან გადაგზავნა).

პოლიციის „სურნელოვანი“ კამპანია: მოსახლეობას „ექსტაზის“ არომატის სუნამოები ურიგდება >>

დაკავებულ პირებს 5-დან 8 წლამდე პატიმრობა ემუქრება.