სისხლიანი დაპირისპირება ჩხოროწყუში: ადგილობრივმა მეზობელი მძიმედ დაჭრა

დაჭრილი რეანიმაციულ განყოფილებაში მართვით სუნთქვაზე იმყოფება და მისი ჯანმრთელობის მდგომარეობა მძიმეა.
Sputnik

თბილისი, 3 ივნისი — Sputnik. ჩხოროწყუს მუნიციპალიტეტის სოფელ მუხურში ადგილობრივმა მეზობელი დაჭრა, იუწყება „Sputnik-საქართველოს" კორესპონდენტი სამეგრელოდან.

არსებული ინფორმაციით, ინციდენტს წინ ურთიერთშელაპარაკება უძღოდა. დაჭრილი სასწრაფო სამედიცინო დახმარების სამსახურმა ზუგდიდის რეფერალურ საავადმყოფოში გადაიყვანა.

კლინიკის მორიგე ექიმის ლაშა ხუბუას განცხადებით, პაციენტი რეანიმაციულ განყოფილებაში მართვით სუნთქვაზე იმყოფება და მისი ჯანმრთელობის მდგომარეობა მძიმეა.

გურჯაანში 15 წლის ბიჭი დაჭრეს: დამნაშავე იძებნება

„სასწრაფო სამედიცინო ბრიგადის მიერ შოკურ მდგომარეობაში შემოყვანილ იქნა ახალგაზრდა მამაკაცი, სავარაუდოდ, ბასრი საგნით მიყენებული სხეულის მრავლობითი ჭრილობებით სხვადასხვა ადგილზე, მათ შორის ორი გამჭოლი ჭრილობა შემღწევი მუცლის ღრუში. ავადმყოფს გაუკეთდა ოპერაცია. ამჟამად მკურნალობას აგრძელებს რეანიმაციულ განყოფილებაში მართვით სუნთქვაზე და მისი ჯანმრთელობის მდგომარეობა მძიმეა", – განაცხადა მორიგე ექიმმა ლაშა ბოხუამ.

სისხლიანი დაპირისპირება ჩხოროწყუში: ადგილობრივმა მეზობელი მძიმედ დაჭრა

შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, დანაშაული ცხელ კვალზე გაიხსნა – სამეგრელო-ზემო სვანეთის პოლიციის დეპარტამენტის თანამშრომლებმა ჩატარებული ოპერატიულ-საგამოძიებო ღონისძიებების შედეგად განზრახ მკვლელობის მცდელობის ბრალდებით 1999 წელს დაბადებული მ.შ. დააკავეს.

გამოძიება განზრახ მკვლელობის მცდელობის ფაქტზე მიმდინარეობს. დანაშაული 7-დან 15 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.

ნიკა ლატარია