სოციალური ქსელის მომხმარებელი სალომე ბუცხრიკიძე წერს, რომ ბიჭი, სახელად დათო, აფხაზეთის ომის დროს დაიკარგა, როდესაც 7-8 წლის იყო. სალომეს მამა შემთხვევით წააწყდა ბათუმში და ოჯახში წაიყვანა.
„დათო მაშინ 7-8 წლის იქნებოდა, როცა მამამ იპოვა. შემდეგ ჩვენმა უშვილო ახლობლებმა იშვილეს და ძალიან ბედნიერად ცხოვრობდა ეს წლები", – წერს სალომე ბუცხრიკიძე.
მისი თქმით, ნამდვილი ოჯახის ძებნა დათოს არასდროს შეუწყვეტია. წლების შემდეგ მოხდა სასწაული და მან სრულიად შემთხვევით იპოვა ნამდვილი ოჯახი.