ფუტკრის სიყვარულის ზუგდიდური ისტორია: როგორ იხსნა მამის მემკვიდრეობამ ოჯახი

რუბრიკაში „მე ეს გამომივიდა: წარმატების ისტორია საქართველოში“ ზუგდიდის მკვიდრს, მეფუტკრე ქალბატონს თინათინ ბულიას წარმოგიდგენთ.
Sputnik

სახელი - თინათინ ბულია

ასაკი - 55 წლის

განათლება - ბუღალტერი

პროფესია - მეფუტკრე

საცხოვრებელი ადგილი - ქალაქი ზუგდიდი

ფუტკრის სიყვარულის ზუგდიდური ისტორია: როგორ იხსნა მამის მემკვიდრეობამ ოჯახი

დასაწყისი: ფუტკრის სიყვარული მამისგან მერგო. სწორედ მამა იყო მეფუტკრე და  მიუხედავად იმისა, რომ სახლში 4 დედმამიშვილი ვიყავით, თავისუფალ დროს  ყველაფერში სწორედ მე ვეხმარებოდი.

ეკონომიკურ ფაკულტეტზე ჩავაბარე, თუმცა ჩემი პროფესიით არც კი მიმუშავებია. აგერ უკვე 25 წელზე მეტია ფუტკარს ვუვლი. შეიძლება ითქვას, რომ მამის საქმე გავაგრძელე.

ვისაც ამ საქმესთნ შეხება ჰქონია, დამეთანხმება - ფუტკარმა დიდი სიყვარული იცის, არ მშორდება და მეც ვერ ვშორდები.

ფაქტიურად ფუტკარი მინახავს ოჯახს. თუმცა საქმე რომელსაც ვემსახურები მიყვარს და დიდ სიამოვნებას მანიჭებს. ითვლება რომ საკმაოდ დიდი მეურნეობა მაქვს, თუმცა მარტოც მშვენნივრად ვუმკლავდები - ოჯახის წევრების დახმარება მხოლოდ თაფლის ამოღებისა და სკების სამთაბაროდ გადატანისათვის მჭირდება. .სამი სეზონი გვაქვს, აკაციაზე წაბლზე და ცაცხვზე. სამივეჯერ სხვადასხვა ადგილას ვამთაბრებ ფუტკარს ყვავილის შესაბამისად.

ფუტკრის სიყვარულის ზუგდიდური ისტორია: როგორ იხსნა მამის მემკვიდრეობამ ოჯახი

წარმატების გზა და ფორმულა: ამ გზის დასაწყისში მამის მემკვიდრეობა იყო და მიზანი, რომ ღირსეულად გამეგრძელებინა მისი საქმე. ეხლა უკვე იმაზე ვმუშაობ, რომ ფუტკრის სიყვარული ჩემს შვილებს გადავცე და რომ ეს თაობებგამოვლილი საქმე წარმატებით განვითარდეს. წარმატების ფორმულა კი ამ საქმის უსაზღვრო სიყვარულშია. გამიმათლა, რომ იმ საქმით ვარ დაკავებული და ოჯახსაც ვარჩენ, რაც ძალიან მომწონს. შემიძლია ვთქვა, რომ ბედნიერი ვარ!

ფუტკრის სიყვარულის ზუგდიდური ისტორია: როგორ იხსნა მამის მემკვიდრეობამ ოჯახი

პრობლემები:  არის რა თქმა უნდა. შარშან, როცა აზიური ფაროსანას საწინააღმდეგო შხამ-ქიმიკატებით დაიწყეს ტერიტორიების შეწამვლა - ჩვენ ინფორმირებულები არ ვიყავით, რამაც ფუტკრის დანაკლისი გამოიწვია. თუმცა წელს ვითარება გამოსწორდა - წინასწარ გვაფრთხილებენ, თან, სადაც ფუტკრებია, იქ ფერონომები ჩამოკიდებულია, რომლებიც ფაროსანას 5 მეტრზე იზიდავს. სხვა სახის პრობლემები არ არის, მათ შორის არც პროდუქციის რეალიზების. მარტივად ვახერხებთ გაყიდვას, როგორც ზუგდიდის, ასევე თბილისის ბაზარზე.

ფუტკრის სიყვარულის ზუგდიდური ისტორია: როგორ იხსნა მამის მემკვიდრეობამ ოჯახი

შედეგი: წელს ძალიან კარგი წელი გვაქვს. ფუტკრის 120 ოჯახი მყავს და თითო ოჯახზე 7-დან 10 კილოგრამამდე თაფლს ველოდები. ახლა სწორედ ღალიანობის პერიოდია. ახლა ვღებულობთ მაისის თაფლს, მალე წაბლიც აყვავდება და  ამიტომ უკეთესია ახლა ამოვიღოთ, თუ გვინდა რომ თეთრი თაფლი ამოვიდეს, თორემ შემდეგ წაბლის ნექტარი რომ ემატება ცოტა მუქდება.

რჩევები დამწყებ მეფუტკრეებს: პირველ რიგში ამ საქმის სიყვარული - სწორედ ესაა გადამწყვეტი ფაქტორი, მერე ინფორმაციის მოძიება, განათლება მეფუტკრეობის დარგში და შემდეგ შრომა. ამ სამი ფაქტორის კომბინაცია შედეგს ყოველთვის მოგიტანთ. რაც მთავარია დამღლელი, მძიმე სამუშაო არასოდეს გექნებათ, რადგან როცა საქმე გიყვარს და სიამოვნებით აკეთებ იმას, რაც გარჩენს, ჩათვალე რომ არ მუშაობ!

 

ნიკა ლატარია