„სოსო - კრასაფფჩიკ!“ - რუსმა შოუმენმა პავლიაშვილის მიერ ნამღერი ბლუზის ვიდეო ატვირთა

სოსო პავლიაშვილმა ბლუზი არტაკ ნერსისიანის აკომპანემენტით შეასრულა
Sputnik

თბილისი, 2 ივნისი - Sputnik. რუსეთში მოღვაწე ცნობილმა შოუმენმა გარიკ მარტიროსიანმა საკუთარ Instagram-ზე ატვირთა შეუდარებელი ქართულ-სომხური დუეტის ვიდეო - სოსო პავლიაშვილი ბლუზს არტაკ ნერსისიანის აკომპანემენტით ასრულებს.

ერთ დღე-ღამეში ვიდეოს 240 ათასჯერ უყურეს.

„სოსო როგორც ყოველთვის მაგარია“, „ეს ქართველი როგორც ყოველთვის სიმაღლეზეა!!! სოსო გვაოცებს“, „სოსო - კრასაფჩიკია!!!“, „ნეტავი სოსომ სულ ბლუზი იმღეროს“, „ვგიჟდები სომხურ-ქართულ ბლუზზე“ - წერენ მარტიროსიანის აღფრთოვანებული გამომწერები.

პავლიაშვილმა Ты супер!-ის მონაწილის ეროვნება ვოკალით დაადგინა

ნერსისიანს, ქარიზმატულ და ბრწყინვალე შემსრულებელს, ჰარმონიკის მეფეს უწოდებენ. ჰარმონიკაზე, გიტარაზე, დრამსა და სხვა სიმებიან, კლავიშიან და სასულე ინსტრუმენტებზე დაკვრა ნერსისიანმა 20 წლის წინ ისწავლა.

პავლიაშვილი - რუსეთში მოღვაწე პოპულარული ქართველი მომღერალი, კომპოზიტორი და მსახიობია.

ექვსი წლის ასაკში პავლიაშვილმა ვიოლინოზე დაკვრა ისწავლა. მოგვიანებით გამოდიოდა ნიჭიერი ახალგაზრდების კონკურსებსა და კონცერტებზე. იყო ლეგენდარული მუსიკალური ანსამბლ „ივერიას“ მონაწილე. გამარჯვებამ იურმალას ფესტივალზე (1989) მას საყოველთაო პოპულარობა მოუტანა.

პავლიაშვილს ყოველთვის გამოარჩევდა გამოსვლის ემოციური მანერა, რომელსაც შესანიშნავ ვოკალურ მონაცემებთან ერთად მაყურებელი აღფრთოვანებაში მოჰყავს.