საქართველოს ფეხბურთის ნაკრები EURO-2020-ის შესარჩევი მატჩებისთვის ემზადება

შესარჩევ D ჯგუფში ორი ტურის შემდეგ საქართველოს ნაკრებმა ვერცერთი ქულა ვერ დააგროვა
Sputnik

თბილისი, 2 ივნისი – Sputnik. საქართველოს ეროვნული ნაკრების ფეხბურთელებმა თავი მოიყარეს თბილისში და ჩაატარეს პირველი ვარჯიში EURO-2020-ის დამდეგი შესარჩევი მატჩების წინ გიბრალტარისა და დანიის წინააღმდეგ.

ვლადიმირ ვაისის შეგირდები სრული შემადგენლობით ჯერ არ შეკრებილან. ზოგიერთი მოთამაშე ნაკრებს თავის კლუბებში ჩატარებული მატჩების შემდეგ შეუერთდება.

თუმცა ნაკრებში დანაკარგებია. ბელგიის „გენტის“ თავდამსხმელმა გიორგი ქვილითაიამ ვარჯიშზე ტრავმა მიიღო და ის ორ მომდევნო მატჩს გამოტოვებს. თბილისში ჩამოფრენა ვერ შეძლო ასევე ჩეხური კლუბ „ფასტავის“ ნახევარმცველმა ვახტანგ ჭანტურიშვილმა, რომელიც ჩეხეთის სამუშაო ვიზას ელოდება.

ორი მოულოდნელი დანაკარგის გამო ვაისმა შეკრებაზე ყაზახეთის „ტარაზის“ თავდამსხმელი ელგუჯა ლობჟანიძე გამოიძახა.

ვაისმა „ევრო 2019"-ის შესარჩევ მატჩებზე ეროვნული გუნდის შემადგენლობა დაასახელა

7 ივნისს საქართველოს ნაკრები „დინამო არენაზე“ დაუპირისპირდება გიბრალტარის გუნდს (მატჩი ადგილობრივი დროით 20:00 საათზე დაიწყება), სამი დღის შემდეგ კი გასვლაზე დანიას შეხვდება (22:45 საათზე თბილისის დროით).

Sputnik-საქართველო“ თბილისში გამართული მატჩის ტექსტურ ონლაინ-ტრანსლაციას წაიყვანს.