პოლიციამ საბურთალოზე უკანონო ცეცხლსასროლი იარაღი ამოიღო: დაკავებულია ერთი პირი

პოლიციამ დაკავებულის საცხოვრებელი ბინის ჩხრეკისას, „ბრაუნინგის" და „ტოზის" მოდელის არარეგისტრირებული ცეცხლსასროლი იარაღი, 2 მჭიდი და საბრძოლო ვაზნები ამოიღო.
Sputnik

თბილისი, 2 ივნისი – Sputnik. სამართალდამცველებმა თბილისში  ცეცხლსასროლი იარაღის მართლსაწინააღმდეგო შეძენა-შენახვის ბრალდებით 1990 წელს დაბადებული ნ. კ. დააკავეს, ნათქვამია შსს–ს მიერ გავრცელებულ განცხადებაში.

პოლიციამ დაკავებულის საცხოვრებელი ბინის ჩხრეკისას, „ბრაუნინგის" და „ტოზის" მოდელის არარეგისტრირებული ცეცხლსასროლი იარაღი, 2 მჭიდი და საბრძოლო ვაზნები ნივთმტკიცების სახით ამოიღო.

გამოძიება ცეცხლსასროლი იარაღის მართლსაწინააღმდეგო შეძენა-შენახვის ფაქტზე , სისხლის სამართლის კოდექსის 236-ე მუხლის მე-3 ნაწილით მიმდინარეობს, რაც 3-დან 6 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.