ყაზბეგში გერმანელი ტურისტი ქალი გადაარჩინეს

ტურისტის სიცოცხლეს და ჯანმრთელობას საფრთხე არ ემუქრება.
Sputnik

თბილისი, 1 ივნისი - Sputnik. მაშველებმა ყაზბეგში გერმანელი ტურისტი გადაარჩინეს, აღნიშნულია საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის მიერ გავრცელებულ განცხადებაში.

რუსთავში ჯარისკაცებმა ალმოდებული ბინიდან ორი ბავშვი გამოიყვანეს - ვიდეო

უწყების ცნობით, შსს-ს  გადაუდებელი დახმარების ოპერატიულ მართვის ცენტრ „112“-ში შემოვიდა შეტყობინება, რომ დაბა სტეფანწმინდაში თხილამურებით სრიალის დროს გერმანიის მოქალაქე დაშავდა.

„შეტყობინების მიღებისთანავე, ადგილზე უმოკლეს დროში მოხდა სწრაფი რეაგირების მაშველების მობილიზება“, - აღნიშნულია განცხადებაში.

მაშველებმა ქალის  სპეციალური აღჭურვილობის საშუალებით  უსაფრთხო ადგილზე ჩამოიყვანეს.

ტურისტის სიცოცხლეს და ჯანმრთელობას საფრთხე არ ემუქრება.