ხაჭაპური და ჩურჩხელა Forbes-ის ქუჩის საჭმელების ტოპ-ათეულშია

ქართულმა სამზარეულომ საქართველოს საზღვრის ფარგლებს გარეთ გაითქვა სახელი
Sputnik

თბილისი, 1 ივნისი - Sputnik. ვაშინგტონის ერთ-ერთი საუკეთესო რესტორან „კომპას როუზის“ (Compass Rose) მეპატრონემ როუზ პრევიტმა  ქართული სამზარეულოს ორი ნაწარმი - მეგრული ხაჭაპური და ჩურჩხელა - ჟურნალ Forbes-ის საყვარელი ქუჩის საჭმელების ტოპ-ათეულში შეიტანა.

ქართული სამზარეულო ჰოლივუდის რეჟისორის ფილმში >>

როუზი მეუღლესთან ერთად მთელს მსოფლიოში გასტრონომიული სიახლეების სანახავად მოგზაურობს. ვაშინგტონში როუზმა გახსნა რესტორანი „კომპას როუზი“, რომელიც მთელი მსოფლიოს საუკეთესო გემოებსა და „ქუჩის კერძებს“ აერთიანებს. როუზი და მისი გუნდის წევრები მოგზაურობენ ქალაქებში, ხვდებიან ადგილობრივ მზარეულებს და იშვიათ, საინტერესო და კაშკაშა კერძებს აღმოაჩენენ.

მეგრული ხაჭაპურის ვიდეორეცეპტი პროფესიონალი მზარეულისგან: გემო გარანტირებულია! >>

„როდესაც დევიდთან ერთად პირველად გავემგზავრეთ თბილისში, იყო ნოემბერი და გარეთ ცოტა ციოდა. ბევრი ქუჩის მოვაჭრე ყიდდა ხაჭაპურს და ეს საოცარია: მარილიანი მჟავე ყველო ამ შესანიშნავი თბილი პურის შიგნით. შეგიძლიათ ფანჯრიდან გამოართვათ ხაჭაპური, გამყიდველს რამდენიმე ცენტრი მიაწოდოთ და გზა განაგრძოთ. პირველად თბილისი ასეც დავათვალიერეთ: ვსეირნობდით და ხაჭაპურს მივირთმევდით“, - უამბო როუზმა ჟურნალ Forbes-ს.

ხაჭაპური და ჩურჩხელა Forbes-ის ქუჩის საჭმელების ტოპ-ათეულშია

 

ჩურჩხელას მან უწოდა ნამდვილი „საგზალი“, რომლის გემო დიდხანს არ გავიწყდება.

„თქვენ ის შეგხვდებათ, როდესაც თბილისიდან ღვინის ქვეყანაში (კახეთში) მიემგზავრებით, რაც მე ჩემი პირველი მოგზაურობისას შვიდჯერ გავაკეთე... ეს არის ნიგოზი ყურძნის წვენში, ის ტკბილია, მაგრამ ზედმეტად არა. ის დროთა განმავლობაში მაგრდება და მისი დაჭრა შეგიძლიათ. თუმცა ეს ნუგბარი სეზონურია“, - იხსენებს როუზი.

ქართულ კერძებთან ერთად ტოპ-ათეულში მოხვდა ღუმელში შემწვარი კარტოფილი რუსეთიდან, თევზის სენდვიჩი „ბალიკ ეკმეკი“ თურქეთიდან, კრევეტების მწვადი ომანიდან და სხვ.

ხაჭაპური და ჩურჩხელა Forbes-ის ქუჩის საჭმელების ტოპ-ათეულშია