უბედური შემთხვევა გუდაურში: პარაპლანით ფრენისას ტურისტი დაიღუპა

ფილიპინების მოქალაქე ინსტრუქტორთან ერთად პარაპლანით გუდაურიდან გამოფრინდა, ღუდის ხეობაში კი მართვა დაკარგეს და მდინარე არაგვში ჩავარდნენ.
Sputnik

თბილისი, 1 ივნისი - Sputnik. გუდაურში პარაპლანით ფრენის დროს ფილიპინელი ტურისტი დაიღუპა, იუწყება საზოგადოებრივი მაუწყებლის პირველი არხი.

ყაზბეგში გერმანელი ტურისტი ქალი გადაარჩინეს

შემთხვევა დღეს, ღუდის ხეობაში მოხდა.

გავრცელებული ინფორმაციით, ფილიპინების მოქალაქე ბ. მ. ინსტრუქტორთან ერთად პარაპლანით გუდაურიდან გამოფრინდა, ღუდის ხეობაში კი მართვა დაკარგეს და მდინარე არაგვში ჩავარდნენ.

მომხდარის შედეგად, უცხო ქვეყნის მოქალაქე დაიღუპა. საქართველოს მოქალაქის მდგომარეობა სტაბილურია, მას ადგილზე პირველადი სამედიცინო დახმარება აღმოუჩინეს.

შსს–ს ინფორმაციით,  მომხდარ ფაქტზე გამოძიება საქართველოს სსკ-ს 116-ე მუხლით დაიწყო, რაც გაუფრთხილებლობით სიცოცხლის მოსპობას გულისხმობს.