შსს–ს საგანგებო განცხადება: რიკოთის გვირაბში საავტომობილო მოძრაობა აიკრძალება

რიკოთის გვირაბის ჩაკეტვის პერიოდში, საავტომობილო მოძრაობა შესაძლებელი იქნება შემოვლით გზაზე.
Sputnik

თბილისი, 1 ივნისი - Sputnik. რიკოთის გვირაბში საავტომობილო მოძრაობა აიკრძალება, ნათქვამია შინაგან საქმეთა სამინისტროს  მიერ გავრცელებულ განცხადებაში.

თბილისის ცენტრში ავტომობილების მოძრაობა შეიზღუდება

გავრცელებული ინფორმაციით, გვირაბში მოძრაობა 3 ივნისს, 08:00 საათიდან აიკრძალება.

უწყების ცნობით, აკრძალვა დაგეგმილი პროფილაქტიკურ-სარეაბილიტაციო სამუშაოების გამო იმოექმედებს.

რიკოთის გვირაბის ჩაკეტვის პერიოდში, საავტომობილო მოძრაობა შემოვლით გზაზე იქნება შესაძლებელი.

გვირაბში დროებითი შეზღუდვა 7 ივნისს, 08:00-ზე მოიხსნება და ავტოტრანსპორტის მოძრაობა ორმხრივად აღდგება.