თბილისი, 31 მაისი – Sputnik. ქართველმა მუსიკოსმა, მილიარდერი ბიძინა ივანიშვილის ვაჟმა ბერამ თავის თაყვანისმცემლებს Instagram–ზე რუსულ ენაზე უპასუხა.
ცოტა ხნის წინ რეპერმა ქსელში ემოციური ვიდეო განათავსა, რომელშიც მეუღლესთან, ნანუკა გუდავაძესთან ერთად თავისი მომავალი ბავშვის სქესი გაამხილა. ფანატიკოსები ულოცავენ მუსიკოსს და მათ შორის, რუსულ ენაზეც. მილოცვის ავტორების გასაკვირად, ბერამ მათ რუსულად უპასუხა ისე, რომ არც ერთი შეცდომა არ დაუშვია.
დაარქმევს თუ არა ბერა ივანიშვილი პირველ შვილს მილიარდერი ბაბუის სახელს>>
„დიდი ხანია, რუსული ენა იცით? რამდენ ხანს სწავლობდით, თუ საიდუმლო არ არის“, – დაინტერესდნენ თაყვანისმცემლები.
ამაზე ბერამ უპასუხა, რომ ბებია უკრაინელი ჰყავს და ამიტომაც რუსული ენა იცის.
„გმადლობთ. დიახ, მე ქართველი ვარ, ხოლო ბებია უკრაინელია“, – დაწერა მუსიკოსმა.
ბერამ მოდელ ნანუკა გუდავაძეზე 2018 წლის ნოემბერში იქორწინა. მათ ჯვარი სვეტიცხოველში დაიწერეს, შემდეგ კი წყვილმა მრავალრიცხოვან სტუმრებთან ერთად თავისი ბედნიერება კოჯორში, ერთ-ერთ ფეშენებელურ დასასვენებელ კომპლექსში იზეიმა. 2019 წლის მარტში ბერამ და ნანუკამ ქორწინება ოფიციალურად დაარეგისტრირეს.
„შენი ტყუპისცალი ხდება" – ბერა და ცოტნე ივანიშვილის ფოტოებმა დიდი აჟიოტაჟი გამოიწვია>>
ბერა ივანიშვილი მრავალი სიმღერის ავტორი და შემსრულებელია. ის კონცერტებს არ მართავს, მაგრამ თავის შემოქმედებას ინტერნეტის მეშვეობით ავრცელებს. მის ვიდეოებს მილიონობით ნახვა აქვს.
მუსიკოსმა 2010 წელს დააარსა თავისი ხმის ჩამწერი სტუდია Dream.