ყვითელი ამბები

ქართველ ლამაზმანს რეკლამაში ჯულია რობერტსთან ერთად გადაიღებენ

ქართველ მოდელს, რომელიც წამყვანი მოდის სახლების ჩვენებებზე ბრწყინავდა, იტალიური ბრენდის რეკლამაში გადაიღებენ
Sputnik

თბილისი, 30 მაისი — Sputnik. ქართველ მოდელს თაკო ნაცვლიშვილს იტალიური ბრენდ Calzedonia-ს სარეკლამო რგოლში ოსკაროსან ჯულია რობერტსთან ერთად გადაიღებენ, ამის შესახებ იუწყება მოდელის დედა, სამოდელო სააგენტო Look Models-ის დამფუძნებელი ნინო ცქიტიშვილი.

„Bonjour Julia! ამ სიტყვებით ბრენდ Calzedonia-ს ვიდეორგოლში იწყება თაკო ნაცვლიშვილის და ჯულია რობერტსის დიალოგი. რგოლი ივნისის ბოლოს გამოვა და საფრანგეთში იქნება ნაჩვენები“, - წერს ნინო ცქიტიშვილი საკუთარ Facebook-გვერდზე.

როგორ შეცვალა დონატელა ვერსაჩეს ერთმა სიტყვამ ქართველი მოდელის კარიერა

Calzedonia - ეს არის თეთრეულის და საპლაჟო სამოსის იტალიური მწარმოებელი, რომელიც 1987 წელს შეიქმნა.  Calzedonia-ს ეკუთვნის ისეთი ბრენდები, როგორიცაა Intimissimi, Tezenis და Falconeri. ჯულია რობერტსი ცნობილი იტალიური ბრენდის სარეკლამო კამპანიაში რამდენიმე წელიწადი მონაწილეობს.

 თაკო ნაცვლიშვილი - სამოდელო სააგენტო Look Models-ის მოდელის და დამფუძნებლის, ნინო ცქიტიშვილის და ცნობილი კალათბურთელის, ვატო ნაცვლიშვილის ქალიშვილია. მოდელს მიღებული აქვს მონაწილეობა ისეთი ცნობილი მოდელიერების ჩვენებებში, როგორებიც არიან Elie Saab, Versace, Christian Dior, Giorgiо Armani, Dolce & Gabbana, Yohji Yamamoto, Ermanno Scervino, Moncler, Antonio Berardi და Roland Mouret.

2015 წლის ოქტომბერში ის გახდა ლიბანელი კუტურიეს, ზუჰაირ მურადის საქორწილო კოლექციის სახე. ასევე იყო იტალიური ბრენდ Giorgio Armani-ს Collezioni-ს ხაზის 2016 წლის გაზაფხული-ზაფხულის კოლექციის სახე.