სოფელ ნაწრეტში ცოლ-ქმარი გარდაცვლილი იპოვეს

გორის მუნიციპალიტეტის სოფელ ნაწრეტში ასაკოვანი ცოლ-ქმარი მეზობლებმა დღეს, დილით გარდაცვლილი იპოვეს.
Sputnik

თბილისი, 29 მაისი — Sputnik. გავრცელებული ინფორმაციით, ცოლ-ქმრის გარდაცვალების მიზეზი, სავარაუდოდ, ბუნებრივი აირის გაჟონვა გახდა. იუწყება საზოგადოებრივი მაუწყებლის პირველი არხი.

რუსთავში გაზის ნამწვით დედა-შვილი მოიწამლა

ადგილზე ექსპერტ-კრიმინალისტები და კომპანია „სოკარ ჯორჯიას" წარმომადგენლები მუშაობენ.

მომხდარ ფაქტზე გამოძიება სსკ-ის 240 პრიმა მუხლის მესამე ნაწილით მიმდინარეობს, რაც ელექტრო ან თბოენერგიის, გაზის, ნავთობის ან ნავთობპროდუქტების ობიექტზე უსაფრთხოების წესების დარღვევას გულისხმობს, რასაც მოჰყვა ორი ან მეტი ადამიანის სიცოცხლის მოსპობა.