რა ხრიკებს მიმართავენ მძღოლები ტექდათვალიერების გასავლელად საქართველოში

მოხერხებული მძღოლები იმის ნაცვლად, რომ მანქანების ხარვეზები გამოასწორონ, დროებით საჭირო ნაწილებს ქირაობენ
Sputnik

თბილისი, 29 მაისი — Sputnik. ზოგიერთი მძღოლი სესხულობს ან ქირაობს სავალდებულო ტექნიკური ინსპექტირებისთვის საჭირო სათადარიგო ნაწილებს თუ ხელსაწყოებს, შემდეგ კი კვლავ ძველებით სარგებლობს, ამას მოწმობს კვლევის შედეგები, რომელიც ჩაატარა არასამთავრობო ორგანიზაციამ „საქართველოს ალიანსი უსაფრთხო გზებისთვის”.

საუბარია საბურავებზე, ფარებზე, ცეცხლმაქრზე, აფთიაქზე.

დაჯარიმდებით სამ დღეში ერთხელ! ტექდათვალიერების წესები მკაცრდება >>

გარდა ამისა, გამონაბოლქვის დასაშვები დონის ტესტის გასავლელად ავტომობილების მძღოლები თავიანთ მანქანებში მაღალხარისხიან ბენზინს ასხამენ.

ყალბი დასკვნები ყვითელი ავტობუსებისთვის – დაკავებულია ტექინსპექტირების ოთხი თანამშრომელი

სავალდებულო ტექდათვალიერება საქართველოში 2019 წელს შემოიღეს.

ინსპექტირება აკრედიტებულ სერვის-ცენტრებში ტარდება. სერვისის საფასური მსუბუქი ავტომობილებისთვის - 60 ლარია, სატვირთო და სამგზავრო ავტომობილებისთვის - 100 ლარი.

თუ პირველ ჯერზე ავტომობილმა ტექდათვალიერება ვერ გაიარა, მის მფლობელს ხარვეზის აღმოსაფხვრელად ერთი თვე ექნება. შემდეგ კი მან კვლავ უნდა გაიაროს ინსპექტირება, მაგრამ უკვე უფასოდ.