მსოფლიო დღეს

სააკაშვილი უკრაინაში ოთხშაბათს მიემგზავრება

მიხეილ სააკაშვილი ვარშავიდან კიევში დღის მეორე ნახევარში ჩაფრინდება
Sputnik

თბილისი, 27 მაისი — Sputnik. საქართველოს ექს-პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი უკრაინაში გამგზავრებას მოქალაქეობის აღდგენიდან მეორე დღესვე აპირებს.

ზელენსკიმ სააკაშვილს უკრაინის მოქალაქეობა აღუდგინა >>

„მადლობა ყველას, ვინც მხარს მიჭერდა მთელი ამ დროის განმავლობაში! ხვალ ვბრუნდები ჩემს სახლში კიევში! ავიაკომპანია LOT-ის რეისი №753 ვარშავა-კიევი (ბორისპოლი). განრიგით ვიქნები 17:15 საათზე! მოუთმენლად ველი შეხვედრას! მალე შევხვდებით“, - დაწერა სააკაშვილმა Facebook-ის საკუთარ გვერდზე.

„დადგა ახალი ეპოქა..." – რას ითხოვს სააკაშვილი ზელენსკისგან?

მოქალაქეობის დაბრუნება უკრაინის ახალ პრეზიდენტ ვოლოდიმირ ზელენსკის სააკაშვილმა 23 მაისს პირადად  სთხოვა.

საქართველოს ექს-პრეზიდენტის და ოდესის ოლქის ექს-გუბერნატორის მიხეილ სააკაშვილის უკრაინაში არ შეშვების საფუძველი აღარ არსებობს, განაცხადა უკრაინის სახელმწიფო სასაზღვრო სამსახურის პრესმდივანმა ოლეგ სლობოდიანმა.

საქართველოს ექს-პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი უკრაინის პოლიტიკაში 2015 წელს გამოჩდა. მალე პრეზიდენტმა პეტრო პოროშენკომ ის ოდესის ოლქის გუბერნატორად დანიშნა. იმ დროისთვის მას უკვე ჰქონდა მინიჭებული უკრაინის მოქალქეობა. თუმცა უკვე 2016 წლის ნოემბერში პოროშენკომ სააკაშვილი თანამდებობიდან გაათავისუფლა და განაცხადა, რომ გუბერნატორმა არათუ შეასრულა დაპირება რეგიონის განვითარების შესახებ, არამედ მნიშვნელოვნად გააუარესა ოლქის ეკონომიკური მაჩვენებლები. ხოლო 2017 წლის ივლისში მოქალაქეობაც ჩამოართვა.