ტრაგედია ტყიბულში: კარიერში მიწა ჩამოიშალა და შუახნის მამაკაცი მოიყოლა

სამაშველო ოპერაცია ამ წუთებში მიმდინარეობს
Sputnik

თბილისი, 27 მაისი — Sputnik. ტყიბულში ქვანახშირის კარიერში მიწა ჩამოიშალა, რომელის ქვეშაც 55 წლამდე მამაკაცი მოჰყვა, იუწყება ტელეკომპანია Rustavi 2.

უბედური შემთხვევა ტყიბულში ცოტა ხნის წინ მოხდა. გავრცელებული ინფორმაციით, ქვანახშირის კარიერში ერთ-ერთი მუშის შესვლის დროს მიწისა და ქვანახშირის მასა ჩამოიშალა, რომელმაც 55 წლამდე მამაკაცი ქვეშ მოიყოლა.

სამაშველო ოპერაცია ამ წუთებში მიმდინარეობს.

ტყიბულში მეშახტეებმა ხელფასების დაგვიანება გააპროტესტეს

ადგილზე იმყოფებიან იმერეთის მეხანძრე-მაშველთა ბრიგადები, მობილიზებულია სპეციალური ტექნიკა. სამაშველო ოპერაციაში ასევე ჩართულია სასაზღვრო პოლიციის ვერტმფრენი და განსაკუთრებულ საგანგებო სიტუაციებზე რეაგირების მთავარი სამმართველოს (ბაზა) მაშველთა ჯგუფი. ადგილზე იმყოფებიან პოლიციის ეკიპაჟები და სასწრაფო სამედიცინო დახმარების ბრიგადებიც.

მომხდართან დაკავშირებით გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 240-ე მუხლის მეორე ნაწილით დაიწყო, რაც სამთო, სამშენებლო ან სხვა სამუშაოს წარმოებისას უსაფრთხოების წესის დარღვევას გულისხმობს.