თბილისი, 27 მაისი - Sputnik. 10 წლის გოგონას გორში მსუბუქი ავტომობილი დაეჯახა, აცნობეს „Sputnik-საქართველოს“ შსს-ში.
შემთხვევა გორში დღეს, სადგურის დასახლებაში მოხდა.
შსს-ს ცნობით, ბავშვს სერიოზული დაზიანება არ მიუღია.
გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 276 მუხლის მეორე ნაწილით მიმდინარეობს, რაც ტრანსპორტის მოძრაობის უსაფრთხოების ან ექსპლუატაციის წესის დარღვევას გულისხმობს, რამაც ჯანმრთელობის დაზიანება გამოიწვია.