სკანდალური განცხადება მომღერალმა ტელეკომპანია "რუსთავი 2"-ის გადაცემა "ფარული კონვერტის" ანონსში განაცხადა. გადაცემის წამყვანი ია ფარულავა "ფეისბუქის" პირად გვერდზე წერს, რომ იმედია არაფერი შეუშლის დღეს ამ გადაცემის გასვლას.
როგორც ჩანს, მსახიობი გადაცემის ანონსში გასულ რამდენიმე სკანდალურ ფაქტს გულისხმობს, რომლის შესახებაც სურამელაშვილმა ისაუბრა. მომღერალმა გაიხსენა, როგორ წაიყვანეს მანქანით ხუდადოვის ტყეში მისი თაყვანისმცემელი მამაკაცი.
"ხუდადოვის ტყეში წაიყვანეს და მეც ვიჯექი მანქანაში. მახსოვს ყურის ათლის პროცესი", - ამბობს მომღერალი.
გარდა ამისა, სურამელაშვილი ამბობს, რომ გვამებით ვაჭრობდა. გადაცემის სტუმარი ყოფილ მეგობარ მამაკაცზეც საუბრობს და იხსენებს, როგორ სცადა მასთან დაშორების შემდეგ თვითმკვლელობა.