თბილისი, 26 მაისი — Sputnik. პერუში მიწისძვრის შედეგად ერთი ადამიანი დაიღუპა და 11 დაშავდა, იუწყება საგანგებო სიტუაციების ეროვნული ცენტრი (COEN) Twitter-ში.
ადრე აშშ-ს გეოლოგიურმა სამსახურმა (USGS) გაავრცელა ინფორმაცია კვირას პერუს ჩრდილოეთით 7,5 მაგნიტუდის სიმძლავრის მიწისძვრის შესახებ. მიწისქვეშა ბიძგები 07:41 საათზე (UTC დროით) დაფიქსირდა. ეპიცენტრი სან-მარტინის რეგიონში ლაგუნასის ოლქიდან სამხრეთ-აღმოსავლეთით 83 კილომეტრში მდებარეობდა. კერა 105 კილომეტრის სიღრმეზე მდებარეობდა.
„ამ მომენტისთვის ცნობილია ერთი მსხვერპლისა და 11 დაჭრილის შესახებ“, - ნათქვამია განცხადებაში.
ბიძგების შედეგად 55 შენობა ცხოვრებისთვის გამოუსადეგარი გახდა, 48 საცხოვრებელი შენობა დაზიანდა.