საქართველოს და სომხეთის უსაფრთხოების სამსახურების უფროსები ერთმანეთს ერევანში შეხვდნენ

ბოლო ექვს თვეში სომხეთის და საქართველოს უსაფრთხოების სამსახურის უფროსები - არტურ ვანეციანი და ვახტანგ გომელაური მეორედ ხვდებიან
Sputnik

თბილისი, 24 მაისი — Sputnik.სომხეთის უსაფრთხოების სამსახურის უფროსი არტურ ვანეციანი ქართველ კოლეგას, ვახტანგ გომელაურს ერევანში შეხვდა, იუწყება „Sputnik-სომხეთი“ სომხეთის უსაფრთხოების სამსახურის პრესსამსახურზე დაყრდნობით.

„მხარეებმა განიხილეს ორი ქვეყნის უსაფრთხოების სამსახურებს შორის თანამშრომლობის პერსპექტივები, რეგიონში სიტუაციის განვითარება, ასევე ორი ქვეყნისთვის მნიშვნელოვანი საკითხები“, - ნათქვამია უწყების განცხადებაში.

დასახელდა ქართულ-სომხური მთავრობათაშორისი კომისიის სხდომის თარიღი >>

მხარეებმა ასევე იმსჯელეს ორი ქვეყნის უსაფრთხოების სამსახურებს შორის კავშირების განვითარების, გამოცდილების და ინფორმაციის გაცვლის საკითხებზე. ვანეციანმა და გომელაურმა ურთიერთობების სტაბილური განვითარების და მათი გაღრმავების მნიშვნელობა აღნიშნეს.

პირველად ვანეციანი და გომელაური თბილისში 24 იანვარს შეხვდნენ.