რომელ მინისტრებს ემუქრებათ გადადგომა: პრემიერმა მთავრობაში ცვლილებების პირობები დაასახელა

მთავრობა შემოდგომისთვის სიღარიბესთან ბრძოლის ახალ პროგრამას წარმოადგენს.
Sputnik

თბილისი, 24 მაისი — Sputnik. თუ მინისტრები შედეგებს არ აჩვენებენ, ისინი თანამდებობიდან გათავისუფლდებიან, განაცხადა საქართველოს პრემიერ-მინისტრმა მამუკა ბახტაძემ TV Pirveli-ს ეთერში.

პრემიერ-მინისტრმა ქვეყნის მთავარი მტერი დაასახელა

მას შემდეგ, რაც პრემიერმა 18 აპრილს საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრი გიორგი ქობულია გაათავისუფლა, ზოგიერთმა ექსპერტმა ივარაუდა, რომ მინისტრთა კაბინეტის განახლება გაგრძელდება.

„შედეგი მინდა, ისევე, როგორც ეს მოსახლეობასა და თითოეულ ჩვენგანს უნდა. იმ რესურსის მართვისთვის, რომელიც აღმასრულებელ ხელისუფლებას აქვს, საჭიროა მაღალი ხარისხის მენეჯმენტი და ჩემი გუნდის თითოეულმა წევრმა ეს კარგად იცის. თუ დაგეგმილი ტემპიდან ჩამორჩენა იქნება, საკადრო ცვლილებები არ დააყოვნებს", – განაცხადა მამუკა ბახტაძემ.

ამასთან, პრემიერმა აღნიშნა, რომ ამ შემოდგომაზე მთავრობა წარმოადგენს ახალ პროგრამას, რომელიც მოიცავს კონკრეტულ ნაბიჯებს განათლების მიმართულებით, ჯანდაცვის ხელმისაწვდომობის გაუმჯობესებასა და სიღარიბესთან ბრძოლას.