ძლიერმა ქარმა გურჯაანში ხუთსართულიან სახლს სახურავი ახადა

კაჭრეთში სტიქიის შედეგად სხვა საცხოვრებელი სახლები დაზიანებული არ არის.
Sputnik

თბილისი, 24 მაისი — Sputnik. გურჯაანის მუნიციპალიტეტის სოფელ კაჭრეთში ძლიერმა ქარმა ხუთსართულიან კორპუსს თუნუქის სახურავი ახადა, იუწყება პირველი არხი.

კახეთს ძლიერი ქარი და სეტყვა დაატყდა - ზარალს დილით  დაითვლიან

როგორც გურჯაანის მუნიციპალიტეტის მერმა, არჩილ ხანდამაშვილმა განაცხადა, კორპუსის მობინადრეებს უახლოეს დროს დახმარებას აღმოუჩენენ.

„ძლიერმა ქარმა მხოლოდ კორპუსის სახურავი დააზიანა. ადგილზე უკვე დავათვალიერეთ და დავითვლით, რა თანხა სჭირდება რეაბილიტაციას. უმოკლეს დროში აღმოვუჩენთ დახმარებას, რომ წვიმის შემთხვევაში წყალი არ ჩავიდეს საცხოვრებელ ბინებში“, – განაცხადა ხანდამაშვილმა.

ტელეკომპანიის ცნობით, კაჭრეთში სტიქიის შედეგად სხვა საცხოვრებელი სახლები დაზიანებული არ არის.